AstraZeneca კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების განსავითარებლად, კანადურ კომპანიას ყიდულობს

The Guardian-ის ინფორმაციით, AstraZeneca გეგმავს კანადური ბიოფარმაცევტული კომპანია Fusion-ის შეძენას, რათა განავითაროს პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები. გარიგება 2,4 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.
გარიგება გულისხმობს AstraZeneca-ს პორტფელში Fusion-ის რადიოკონიუგატების (RCs,) შეტანას, რომლებიც, კომპანიის განცხადების თანახმად, უფრო ზუსტად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.
ეს მეთოდი უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტიანობას და ნაკლებტოქსიკურობას ჯანმრთელი უჯრედებისთვის.
„Fusion-თან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაჩქაროთ პროსტატის კიბოს მკურნალობის პოტენციურად ახალ მეთოდზე,“ – განაცხადა სიუზან გალბრეიტმა, AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა