Associated Press – კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩია

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს, ფილადელფიაში დაგეგმილ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე დაასახელებს.
მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებდა.