Arrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია “ნაპოლის” დაემშვიდობება – იტალიელი ჟურნალისტები

„კორიერე დელო სპორტი“ და „გაძეტა დელო სპორტი“ წერენ, რომ მწყობრში რომ ყოფილიყო, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში მაინც არ დააყენებდა. Il Mattino იტყობინება, რომ „კვარას“ ტრავმა სერიოზული არ არის და 12 იანვარს „ვერონასთან“ ითამაშებს.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლიდან“ წავა: „ქართველის მომავალი უკვე განსაზღვრულია, ის გუნდს დატოვებს. ეს საეჭვო აღარ არის. ნეაპოლელებს დავიდ ნერესი კარგი დრიბლინგის გამო მოგვწონს, თუმცა არ ვიცი, თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს, თუ შეცვლაზე შეუშვან. ჩენი აზრით, ხვიჩა მასზე
უფრო ტექნიკურია“.
სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ „კვარას“ სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა, რათა მისმა ანაზღაურებამ 7 მილიონს მიაღწიოს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის დაფიქსირებას ითხოვს, „ტელენოველა“ გრძელდება, რაც ცუდის ნიშანია.
ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა ხერარდო ფაზანომ ისაუბრა: „Arrivederci „კვარა“. ვერ გეტყვით, რამდენად აფასებს ხვიჩას კონტე. ქართველს მუდამ მოღუშულს ვხედავ, რაც, ალბათ, ხელშეკრულების განახლების პრობლემებითა და ფინანსური საკითხითაა გამოწვეული. კონტეს სურს შეგირდი გაცილებით უფრო მშვიდი და გუნდისთვის კონცენტრირებული იყოს. ის, რა თქმა უნდა, აქ ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი დაგვემშვიდობება“.