სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines 7 აპრილიდან აჩერებს ფრენებს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ავიაპარკის განახლებასა და კომპანიის მიერ ახალი თვითმფრინავების შეძენას.
განცხადებაში, გადამზიდავი ამბობს, რომ ახალი თვითმფრინავების შეძენა მნიშვნელოვანია ავიაკომპანიის განვითარებისა და ახალი მიმართულებების გახსნისთვის.
