Armani-მ, Wolford-მა, Zadig&Voltaire-მა „თბილისის აუთლეთ ვილიჯთან“ ხელშეკრულება გააფორმეს – ფოტოები

ახლახან Armani-მ, Wolford-მა, Zadig & Voltaire-მა „თბილისის აუთლეთ ვილიჯთან“ იჯარის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები „თბილისის აუთლეთ ვილიჯში“ იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „თბილისის აუთლეთ ვილიჯი“ ავრცელებს.
ამას გარდა, მოდის კონცეფციის მაღაზია New Trend-ში წარმოდგენილი იქნება ისეთი პირველი კლასის ბრენდები, როგორებიცაა Dsquared2, Maison Margiela და MSGM.
„თბილისის აუთლეთ ვილიჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
„ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვიერთდებიან პრემიუმ ბრენდები.
Armani, Wolford, Zadig & Voltaire-მა ახლახან ხელი მოაწერს იჯარის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრენდების დახვეწილი კოლექციები ჩვენს მომავალ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, New Trend-ში, წამყვანი მოდის კონცეფციის მაღაზიაში, წარმოდგენილი იქნება ისეთი პირველი კლასის ტოპ ბრენდები, როგორებიცაა Dsquared2, Maison Margiela და MSGM.
თვალყური ადევნეთ განახლებებს და იყავით პირველი მათ შორის, ვინც შეძლებს ცნობილ ბრენდების შეძენას ჩვენს მაღაზიებში“, – ნათქვამია „თბილისის აუთლეთ ვილიჯთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აუთლეთ ვილიჯის“ გახზსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნებოდა.
„თბილისის აუთლეთ ვილიჯი“ თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს, მისი ფართობი 12,500 მ²-ია. პროექტის თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა.
თბილისის „აუთლეტ ვილიჯის“ მმართველი ამერიკული კომპანია The Outlet Resource Group-ია (TORG), რომლის 80%-ის მფლობელი „დომუს დეველოპმენტია“, ხოლო 20%-იანი წილის მესაკუთრე გუგა ცანავაა.
„ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილე და მმართველი პარტნიორი, გუგა ცანავა bm.ge-სთან აცხადებდა, რომ ჯამში, „აუთლეტ ვილიჯში“ 120 ბრენდი განთავსდება.
„The Outlet Resource Group-ი (TORG) 12 აუთლეტს მართავს -ში. ევროპაში ახალი გახსნილი ჰქონდათ ოფისი, როდესაც მათთან მოლაპარაკებები დავიწყეთ და დღეისთვის, უკვე ევროპაშიც 6-7 აუთლეტს მართავენ“, – აცხდებდა TORG-ის მმართველი პარტნიორი bm.ge-სთან.

ასევე დაგაინტერესებთ