Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი – დაუმუშავებელი ბრილიანტი

Areanapoli-ში ჟურნალისტმა ალესანდრო დ’არიამ ქართული ფეხბურთის პროგრესირების შესახებ წერილი გამოაქვეყნა და ს „კოლხეთის“ 16 წლის შემტევზე ანდრია ბართიშვილზე გაამახვილა ყურადღება.
გამოცემა წერს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება ტალენტების სამჭედლო, რაც ფეხბურთის ფედერაციის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც რეგიონებსა და დედაქალაქში დღენიადაგ ზრუნავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ამისათვის მთელი სისტემა შექმნა, ნიჭიერ ახალგაზრდებს განვითარებაში მაქსიმალურად უწყობს ხელს და შედეგიც სახეზეა: 21-წლამდე ნაკრებმა კარგად წარმოაჩინა თავი, ისეთი ფეხბურთელების წარმატებამ კი, როგორიც კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან, შთააგონა ახალი თაობა და მაგალითად ბართიშვილი მოჰყავს.
აღნიშნულია, რომ თბილისის „დინამოს“ პრესტიჟულ აკადემიაში აღზრდილმა ბართიშვილმა ორივე ფეხით შესანიშნავი თამაშით, აგრეთვე უნარებით ადრეულ ასაკში მიიქცია ყურადღება, შეუძლია როგორც მარცხენა გარემარბის ასევე პლეიმეიკერის პოზიციაზე ასპარეზობა, კარგი აჩქარებითი დრიბლინგი გააჩნია, ბურთის კონტროლი ეხერხება, ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა, ასაკობრივ ნაკრებებში წარმოაჩინა თავი, თამაშის სტილის და წარმომავლობის გამო „ახალ კვარაცხელიას“ უწოდებენ, „იუვენტუსი“ ყურადღებით აკვირდება და სხვა კლუბების ინტერესის სფეროშიც მოექცა.
„ის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ბრილიანტია, თუმცა სწორი გზით განვითარების შემთხვევაში, უახლოეს წლებში შეუძლია ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ახალი სახე გახდეს. სფფ-ს სტრუქტურული და პერსპექტიული მუშაობის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა ტალანტებსაც ვიხილავთ“, – ასკვნის ავტორი.
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა – “ბოტაფოგოს” მწვრთნელი გადააყენეს
მესი სიაში ვერ მოხვდა – რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
“მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
16 წლის ქართველი ტალანტი “იუვენტუსში” – ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით – რა აახლოებს ხვიჩას “ოქროს ბურთთან” – ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე