Apple 600-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

ელექტრომობილის პროექტის გაუქმების შემდეგ, Apple 600-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Apple-მა კალიფორნიის დასაქმების დეპარტამენტს 614 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ უკვე მიმართა.
კანონის თანახმად, დამსაქმებლებმა თანამშრომლებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს მასობრივ გათავისუფლებამდე 60 დღით ადრე უნდა აცნობონ.