Apple-მა iPhone 16 წარადგინა – რა ეღირება ახალი iPhone და როდის დაიწყება გაყიდვები

ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა
iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, iPhone-ის ახალ ხაზს ექნება ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები – Apple Intelligence.
iPhone-ის ახალ ხაზში ინტეგრირებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა წერის ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების დასაწერად.
„Apple Intelligence-ი აღნიშნავს ახალი ეპოქის დასაწყისს Siri-სთვის“, – განაცხადა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრეიგ ფედერიგიმ.
რაც შეეხება iPhone 16 Pro სერიას, ის 0.2 დუიმით უფრო დიდია, ვიდრე გასული წლის მოდელები – Pro 6.3 დუიმი, ხოლო Pro Max 6.9 დუიმი.
როგორც უცხოურ მედია წერს, iPhone 16-ის ფასი $799-დან დაიწყება, iPhone 16 Plus კი $899 ეღირება.
მომხმარებელს ახალი iPhone-ების შეკვეთა 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.