Apple-მა ღონისძიებაზე სხვა ბრენდის მოწყობილობა წარადგინა — იგი iPhone-ით კინოს გადაღებას გაამარტივებს

თავის ყოველწლიურ ღონისძიებაზე iPhone-ის ახალი ხაზისა და სხვა მოწყობილობების გაცნობის შემდეგ, Apple-მა ყურადღება Blackmagic Design-ის პატარა შავი ყუთისკენ გადაიტანა — კომპანიის, რომელიც ვიდეო პროფესიონალებს ძალიან უყვართ. აღსანიშნავია, რომ Camera ProDock ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც ეფლს არ ეკუთვნის, თუმცა მის ღონისძიებაზე წარადგინეს. მიზანი მომხმარებლებისთვის იმის გაცნობა იყო, თუ როგორ ხედავს ეფლი კინოს მომავალს.
Blackmagic Camera ProDock თავისი არსით iPhone 17 Pro-სთვის საუკეთესო პროფესიონალი დონგლია. სპეციალურად შექმნილი ჰაბია ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც iPhone-ს ხელს უშლიდა, ყოფილიყო ძირითადი კამერა სერიოზულ გადასაღებ მოედანზე, როცა აქამდე კინორეჟისორები iPhone-ებს მხოლოდ B-roll-ისთვის ან უფრო მჭიდრო ადგილებში იყენებდნენ, სადაც დიდი კამერა არ მოთავსდებოდა…
ახლა კი ProDock ამ კომპრომისებისგან გვათავისუფლებს მათ ფიზიკური შემავალი და გამომავალი სიგნალების მიწოდებით, რომლებიც სტანდარტულია ნებისმიერი მაღალი კლასის კინოკამერისთვის. შესაბამისად, აღნიშნული iPhone-საც იდეალურ მოწყობილობად აქცევს კინოს გადაღებისთვის.
საინტერესოა, რომ წელს Pro iPhone-ების სიაში ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია მოხვდა, რომლებიც Camera ProDock-საც შეუძლია გამოიყენოს, ეს არის Genlock და გარე დროის კოდი. ჩათვალეთ, რომ Genlock კამერების ორკესტრის დირიჟორია, სინქრონიზაციის იმპულსს გზავნის, რათა გადასაღებ მოედანზე ყველა კამერამ ზუსტად ერთსა და იმავე მიკროწამში გადაიღოს…
ამასთან, ProDock პრაქტიკულ მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს — HDMI პორტი საშუალებას იძლევა პირდაპირ დაუკავშირდეს რეჟისორის მონიტორს, რათა შემოქმედებითმა გუნდმა დაინახოს, რას იღებს კამერა დიდ ეკრანზე, ხოლო სამი USB-C პორტი მონაცემთა მართვისა და კვების წყაროა. კინორეჟისორს ახლა უკვე შეუძლია საათობით ვიდეომასალა უმაღლესი ხარისხის ProRes RAW ფორმატში პირდაპირ გარე SSD დისკზე ჩაწეროს, რითაც iPhone-ის შიდა მეხსიერების შეზღუდვებსაც სრულად აუვლის გვერდს.
მეტიც, ამ პორტებით შესაძლებელია ტელეფონისა და სხვა აქსესუარების ენერგიით სარგებლობა, რაც ხანგრძლივი გადაღების დღის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, ბატარეის დაჯდომის საფრთხის გარეშე. დოკი უფასო Blackmagic Camera აპლიკაციასა და Apple-ის განახლებულ Final Cut Camera 2.0-თან ერთად მუშაობს — ეს აპლიკაციები მართვის ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ProDock-ის სრულ პოტენციალს ავლენს.
ამგვარად, Blackmagic Camera ProDock-ის ჩუმი დებიუტი ეფლის სცენაზე, შესაძლოა, წელს კინორეჟისორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყოს…
marketer.ge