Apple-მა ტარიფების დაწესებამდე, აშშ-ში iPhone-ებით სავსე 5 თვითმფრინავი შეიტანა

Apple-მა მარტის ბოლოს ინდოეთიდან შეერთებულ შტატებში სამი დღის განმავლობაში შეიტანა iPhone-ებით სავსე ხუთი თვითმფრინავი და სხვა გაჯეტები. ამ გზით ის ცდილობდა რეზერვების მოპოვებას იმპორტის ტარიფების შემოღებამდე. ამის შესახებ გაზეთი Times of India ინდოელ მაღალჩინოსან საჯარო მოხელეზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ Apple აქტიურად ყიდულობს მოწყობილობებს ჩინეთიდან.
„ინდოეთში, ჩინეთში და სხვა საკვანძო რეგიონებში ქარხნები აგზავნიან პროდუქტებს -ში უფრო მაღალი ტარიფების მოლოდინში“, – განაცხადეს მათ.