Apple-მა ახალი iPad Pro და iPad Air-ი წარადგინა

Apple-მა,7 მაისს გამართულ ღონისძიებაზე ახალი პროდუქტები: iPad Pro და iPad Air-ი წარადგინა.
ახალი iPad Pro ორი სხვადასხვა ზომის ეკრანით იქნება ხელმისაწვდომი. მისი 11-ინჩიანი ვერსიის ღირებულება $1,000-ით, ხოლო 13-ინჩიანი ვერსიის ღირებულება $1,300-ით განისაზღვრა. ცნობისთვის, iPad-ის Pro-ვერსიები კომპანიის პლანშეტების ყველაზე ძვირად ღირებული მოდელებია.
ღონისძიებაზე Apple-მა საკუთარი მოწინავე ტექნოლოგიის პროდუქტებისთვის ახალი ჩიპიც წარადგინა – M4. როგორც წესი, Apple-ი ახალ ჩიპებს საკუთარი ლეპტოპების განახლებისას წარადგენს ხოლმე, თუმცა კომპანიამ უახლესი ჩიპის შესახებ საზოგადოებას პლანშეტით აუწყა. ახალი iPad Pro-სთვის განკუთვნილი M4-ჩიპის სპეციფიკაციებისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტი დეტალი ცნობილი 10 ივნისს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”