Apple კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში – Reuters

ტექნიკური გიგანტი Apple მსოფლიოში კვლავ ყველაზე ძვირფასი კომპანია გახდა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Apple-ის აქციები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში დომინირების რბოლაში ლიდერობდა, თითქმის 4%-ით, რეკორდულ 215,04 დოლარამდე გაიზარდა, რაც კომპანიას 3,29 ტრილიონი დოლარის საბაზრო შეფასებას აძლევს.
Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3,24 ტრილიონი დოლარი გახდა და პირველად ჩამორჩა Apple-ს ბოლო 5 თვის განმავლობაში.
აქციების ზრდა განაპირობა იმან, რომ Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ინფლაციის შენელების ფონზე.
Apple-ის აქციები 7%-ზე მეტით გაიზარდა წინა სავაჭრო სესიაზე, ერთი დღის შემდეგ, რაც კომპანიამ AI-ით აღჭურვილი ფუნქციები და პროგრამული გაუმჯობესებები წარმოადგინა თავისი მოწყობილობებისთვის. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ნაბიჯი გაზრდის iPhone-ის გაყიდვებს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაამარცხა ისეთ კონკურენტები, როგორიცაა Microsoft და Alphabet და ახალი ეტაპი გახსნა ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, – წერს Reuters.