Apple-ი მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც გაჯეტების მართვას გონების საშუალებით მოახერხებს – Wall Street Journal

Apple-ი მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც გაჯეტების მართვას გონების საშუალებით მოახერხებს – Wall Street Journal
Apple მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც საშუალებას მისცემს თავის მომხმარებელს გონებით აკონტროლოს მოწყობილობები. კომპანიის პარტნიორია ამერიკული Syncron, რომელმაც Stentrode ნეიროიმპლანტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
Syncron-ის იმპლანტანტი შეჰყავთ ვენის მეშვეობით – თავის ქალის გახსნის გარეშე. მოწყობილობა იწერს მოძრაობებთან დაკავშირებულ ნერვულ სიგნალებს და გარდაქმნის მათ iPhone-ის, Apple Vision Pro-ს და სხვა გაჯეტებისთვის განკუთვნილ ბრძანებებად.
ტექნოლოგია ამჟამად მოძრაობის დარღვევების მქონე პაციენტებზე ტესტირებას გადის.