Apple-ის მსოფლიო სტანდარტი საქართველოშია: iSpace-ი Apple Premium Partner-ის პირველ მაღაზიას ხსნის

უკვე ძალიან მალე, საქართველოში Apple-ის მოყვარულებს გრანდიოზული სიახლე ელოდებათ. 25 აპრილს, Galleria Tbilisi-ში iSpace ახალ ფორმატში გაიხსნება. გაუმჯობესებული და პრესტიჟული მაღაზია Apple Premium Partner სტატუსს მიიღებს — რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.
ახალი iSpace — ეს არის Apple სივრცე თბილისში, უნიკალური, მსოფლიო ბრენდის ატმოსფეროთი. მაღაზიის დიზაინი შეიქმნა კომპანიის სამშობლოში — ამერიკის ქალაქ კუპერტინოში. ხოლო იდეა განხორციელდა საქართველოში. მაღაზიაში ყველაფერი ბრენდის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი: საფირმო მინიმალიზმი, ღია წვდომა მოწყობილობებზე და აქცენტი ინოვაციებზე. მისი სივრცე დაგეგმილია მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტისთვის.
ახალი iSpace-ის ფართობი 350 კვ. მეტრზე მეტია და ის 4 ზონად იქნება დაყოფილი: