ევროკომისიამ Apple და Meta 700 მილიონი ევროთი დააჯარიმა ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ Apple დაჯარიმდა 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta – 200 მილიონი ევროთი.
DMA-ის თანახმად, აპლიკაციების შემქმნელებს, რომლებიც ავრცელებენ თავიანთ პროდუქტებს App Store-ის მეშვეობით, უფლება აქვთ უფასოდ აცნობონ მომხმარებლებს ალტერნატიული შეთავაზებების შესახებ მაღაზიის გარეთ, მიმართონ მათ ამ შეთავაზებებზე და უზრუნველყონ შესყიდვების შესაძლებლობა Apple-ის ეკოსისტემის გარეთ.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ Apple აწესებს უამრავ შეზღუდვას, რაც ხელს უშლის დეველოპერებს და მომხმარებლებს სრულად ისარგებლონ ალტერნატიული სადისტრიბუციო არხებით ან უფრო იაფი შეთავაზებებით.
ვრცლად korrespondent.net–ზე
