Apple დასაკეც MacBook-ს 2026 წელს გამოუშვებს – The Verge

The Verge-ის ინფორმაციით, Apple MacBook-ის ახალ მოწყობილობაზე მუშაობს, რომელსაც 20.3 ან 18.8-დიუმიანი ეკრანი და M5 ჩიპი ექნება.
მოსალოდნელია, რომ დაკეცვისას, ასეთი MacBook ზომით იქნება ამჟამინდელი 13 ან 14-დიუმიანი MacBook-ის ზომის იქნება. თუმცა, Apple-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორი იქნება ახალი მოდელი, რომელსაც ოფიციალურად წარადგენს.
კომპანიის მთავარი მიზანი ამ დროისთვის არის ეკრანის შექმნა, რომელსაც კეცვის ხაზი არ დაეტყობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც თავად მატრიცის, ისე საკინძი მექანიზმის სპეციფიკაციების როლს. ასეთი MacBook-ის საბოლოო ღირებულება შეიძლება Apple Vision Pro-ს (3499 დოლარიდან) ფასს მიაღწიოს.
მოქნილი დისპლეით MacBook-ის დებიუტი 2026 წელს იგეგმება. ის საფუძველს ჩაუყრის Apple-ის მოწყობილობების ახალ კატეგორიას.
დახვეწილი MacBook არ არის ერთადერთი დასაკეცი მოწყობილობა, რომელზეც, როგორც ამბობენ, Apple მუშაობს. არსებობს ინფორმაცია დასაკეცი iPhone-ისა და დასაკეცი iPad-ის შესახებ, რომლებზე მუშაობაც ჯერ ადრეულ ეტაპზეა.