2025 წლის 8 თვეში “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.
კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში – 213.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 40%-ით მაღალი მაჩვენებელია. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.
2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ 13 601 მანქანიანი კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2024-ში – 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში – 52 405 ავტომობილი.