დღევანდელ სამყაროში მდგრადობის შენარჩუნება და ნარჩენების ნულოვან ნიშნულამდე შემცირება არა ნებაყოფლობით, არამედ ჩვენს პასუხისმგებლიან არჩევანს წარმოადგენს. Apeople-ის გუნდი პატარა, თუმცა ეფექტური ნაბიჯებით მიისწრაფვის უფრო მწვანე და მდგრადი სამუშაო სივრცის შექმნისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ყოველ ქმედებას შეუძლია ხელი შეუწყოს უკეთეს და ჯანსაღ სამყაროს. დღეს გიზიარებთ იმ ღონისძიებებისა და ცვილებების ჩამონათვალს, რაც ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნაში გვეხმარება.
ერთჯერადი მოხმარების ნივთების შემცირება
ჩვენი ერთ-ერთი დიდი წარმატება და მიღწევა ჩაის და ყავის წერტილებში ერთჯერადი პლასტმასის კოვზების მოხმარებიდან სრულად ამოღება გახლავთ. ისინი ჩავანაცვლეთ ბიოდეგრადირებადი ბამბუკის მომრევებით, რომლის შედეგადაც ყოველთვიური ხმარებიდან ამოვიღეთ 12,500 პლასტმასის ჩაის კოვზი, რითიც apeople-ის გუნდმა ყოველწლიურად 150,000-ით შეამცირა პლასტმასის ნივთით გარემოს დაბინძურება.
სწორედ ეს ქმედებები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მარტივ ცვლილებებს მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.
ცვლილებების შემოტანა მწვანე გუნდის (Green team)-ისა და ნარჩენების მართვის (Waste Management)-ის კამპანიების მეშვეობით
მდგრადობა იწყება ცნობიერებით. ნარჩენების მართვის კამპანიის მეშვეობით თანამშრომლებს ვუზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ რჩევებს ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.
ვიწვევთ თანამშრომლებს შემოუერთდნენ მწვანე გუნდს (Green team)-ს, რომელიც მუდმივად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებასა და გარემოსდაცვით აქტივობას, რაც ცნობიერებას გარდაქმნის ქმედებად და ეკოლოგიურ პრაქტიკას კოლექტიურ ძალისხმევად აქცევს.
ნარჩენების მართვის ტრენინგი ყველა თანამშრომლისთვის
სწავლა და გაცნობიერება გრძელვადიანი ცვლილებების მთავარი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში დანერგილია ნარჩენების მართვის ონლაინ ტრენინგი. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს, რომ apeople-ს გუნდის თითოეული წევრი აცნობიერებდეს ნარჩენების შემცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობას, გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და ხელი შეუწყოს მდგრადობის მიზნების განხორციელებას.
მეტი სიმწვანე ოფისში
სამუშაო ადგილს უკეთეს გარემოდ გარდავქმნით სივრცის გამწვანების გზით, რაც ახალ საოფისე სივრცეში გადმოსვლისთანავე განვახორციელეთ. შიდა და გარე სივრცეები სავსეა ცოცხალი მცენარეებით, რომელსაც ყოველდღიურად უვლის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი.
გასული წლის 25 ივლისს, აჭარაბეთის ოფისში “მწვანე გუნდის” ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება – “ვერტიკალური სუკულენტების ბაღის პროექტი”, სადაც სხვადასხვა სუკულენტების გამოყენებით, შეიქმნა ჩვენი კომპანიის ლოგოს ფორმის ინსტალაცია – „ცოცხალი ლოგო“.
მცენარეებით შექმნილი ლოგო წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს ერთგულებას გარემოს მდგრადობისადმი, არამედ ემსახურება ჩვენი ბრენდის იდენტობის კრეატიულად ინტეგრირებას სამუშაო სივრცეში.
ნარჩენების დახარისხება, გადამუშავების გასამარტივებლად
იმისათვის, რომ გადამუშავება მარტივი და ეფექტიანი იყოს, ოფისში განვათავსეთ სპეციალური ბრენდირებული ურნები ნარჩენების სეპარაციისთვის. ეს ბრენდირებული ურნები განკუთვნილია გადამუშავებადი მასალებისთვის, როგორიცაა პლასტმასი, ალუმინის ქილები, ქაღალდი და ელემენტები, რაც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს დაახარისხონ გადამუშავებადი ნარჩენები.
შეგროვების შემდეგ, სწორად სეპარირებული ნარჩენები იგზავნება გადასამუშავებლად ლიცენზირებულ საწარმოებში, რაც ნაცვლად ნაგავსაყრელებზე მოხვედრისა, ჩვენ მიერ მოგროვებული ნარჩენების მეორე სიცოცხლეს უზრუნველყოფს. ეს ჯაჭვი არა მხოლოდ ამცირებს ჩვენს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე, არამედ ამაღლებს ჩვენს გუნდში ცნობიერებას ნარჩენების სათანადო სეპარირების მნიშვნელობაზე.
და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
აუცილებელია სამუშაო ადგილებში ჩამოყალიბდეს ეკომეგობრული ჩვევები. ჩვენი ნაბიჯები ნულოვანი ნარჩენებისა და უფრო მწვანე საოფისე გარემოს შექმნის მიმართულებით სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გარემოს, არამედ ყველასთვის საუკეთესო სამუშაო სივრცეს შექმნის.
ნარჩენების შემცირებით, ცნობიერების ამაღლების ტრენინგებითა და სივრცის გამწვანებით, გვსურს ვაჩვენოთ, რომ მცირე ნაბიჯებითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა გარემოსთვისა და ყოველი ჩვენგანისთვის.