AP: კურსკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა ასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი

Associated Press-ი და The New York Times-ი პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა კურსკის რეგიონში.
ეს ს მხარეს მებრძოლი ჩრდილოკორეული კონტინგენტის დანაკარგების პირველი შეფასებაა.
სააგენტოს თანამოსაუბრემ არ დაასახელა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა მნიშვნელოვანი დანაკარგები ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს შორის, საომარი გამოცდილების ნაკლებობის გამო.
-ის ცნობით, ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ქვეითი ჯარია ჩართული. ისინი მოქმედებენ როგორც ს არმიის ქვედანაყოფებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად.
მანამდე პენტაგონმა და თეთრმა სახლმა გამოაცხადეს კურსკის რეგიონში პირველ ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ჯარის დანაკარგებზე, მაგრამ რიცხვები არ დაუზუსტებიათ. Associated Press-ი ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ყოველდღიურად კარგავს 1200-მდე მოკლულს და დაჭრილს, მაგრამ დანაკარგის აღდგენას ჯერჯერობით ახერხებს. -სა და სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის 10-დან 12 ათასამდე ჯარისკაცი ჩავიდა რუსეთში და განთავსდა კურსკის რეგიონში.
AP-ის შეფასებით, რუსეთის ჯარმა დაიბრუნა კურსკის რეგიონის ტერიტორიის 20%, რომელიც უკრაინის არმიამ დაიკავა აგვისტოს შეტევის დროს.