იემენის სანაპიროსთან ახლოს, ადენის ყურეში თავდამსხმელებმა გაიტაცეს ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press
ავრცელებს და წერს, რომ ეს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან უკვე მესამე შემთხვევაა. გატაცებაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობილია, რომ ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელი შემთხვევას “საეჭვო მეკობრეობის ინციდენტს” უწოდებს და ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი ბორტზე 22-კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა.
კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის კი რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები არიან.