AP და Reuters ისრაელის მთავრობისგან პასუხს ითხოვენ საჰაერო დარტყმის გამო, რომელსაც ჟურნალისტები შეეწირნენ

საინფორმაციო სააგენტოების Reuters-ის და Associated Press-ის მთავარმა რედაქტორებმა ალესანდრა გალონმა და ჯული პეისმა ერთობლივი მოწოდება გამოაქვეყნეს და ს მთავრობას მოსთხოვეს ახსნას, თუ რა მოხდა გასულ თვეში ღაზაში საავადმყოფოზე დარტყმის დროს, რომლის დროსაც ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა. მოწოდება დარტყმიდან ერთი თვის თავზე გაკეთდა.
დარტყმების შედეგად დაიღუპა ხუთი ჟურნალისტი, მათ შორის მარიამ დაგა, რომელიც AP-სა და სხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა, Reuters-ის ოპერატორი ჰუსამ ალ-მასრი და მოაზ აბუ ტაჰა, ფრილანსერი ჟურნალისტი, რომლის ნამუშევრებსაც Reuters აქვეყნებდა. თავდასხმამ კიდევ ჩვიდმეტი ადამიანი მოკლა.
„ჩვენ კვლავ ვითხოვთ ისრაელის ხელისუფლებისგან მკაფიო ანგარიშის წარდგენას და მოვუწოდებთ მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები პრესის თავისუფლებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია AP-სა და Reuters-ის განცხადებაში.
ჟურნალისტები ნასერის საავადმყოფოში დაიღუპნენ, რომელიც, სააგენტოების თქმით, საერთაშორისო სამართლით დაცული ადგილია და „ფართოდ არის ცნობილი, როგორც ღაზიდან ახალი ამბების გაშუქებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ადგილი“.
„მსგავსი სიმძიმის ინციდენტი მოითხოვს სწრაფ და მკაფიო ახსნას, რასაც მოჰყვება ანგარიშვალდებულება და კონკრეტული ქმედებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი თავდასხმები აღარასდროს განმეორდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორმა სააგენტომ ერთობლივი წერილი მანამდეც, თავდასხმისთანავე გამოაქვეყნა, თუმცა ისრაელს პასუხი არ გაუცია. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი