Anonymous „ოცნების“ ხელისუფლებას აქციის დარბევის გამო აფრთხილებს: „დაგველოდეთ!“

ანონიმური ჰაკერების ჯგუფი Anonymous „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აფრთხილებს 30 აპრილის ღამეს თბილისში, ანტირუსული აქციის დარბევის გამო. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნებს. ჰაკერთა ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და წერს:
„მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, მოვისმინეთ თქვენი მოწოდება დახმარებაზე. გამხნევდით და გადით ქუჩებში; თქვენ მარტო არ ხარ. ანონიმუსის წევრები თქვენ გვერდით დგანან და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
საქართველოს პოლიციას: დემონსტრანტებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ დავეუფლებით თქვენს ყველა მონაცემთა ბაზას, ელექტრონულ წერილებს და გავავრცელებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება.
პარტია „ოცნებას“, რომელსაც უმაგრებს ზურგს, გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება. დაგველოდეთ!“ — წერია მათ განცხადებაში.
🚨Anonymous PR/#OpGeorgia – To the protesters in Georgia, we have heard your plea for help. Take heart and take to your streets; you are not alone. Anonymous members stand with you and will help in your fight for democracy, freedom, and prosperity. To the Georgia police:… pic.twitter.com/1kRqWfwV2q — Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) April 30, 2024
Anonymous არის ჰაკერთა საერთაშორისო, დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომლის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში ბრძოლას, სოციალური მოძრაობების მხარდაჭერას, კორუფციის მხილებას და ა.შ. მაგალითად, ისინი აქტიურად ებრძვიან რუსეთისა და ირანის რეჟიმებს. Anonymous-ის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ ში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მათ ბოლო აქტივობა მოიცავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხების სერვერებში შეღწევას და რუსეთის ომის დანაშაულებების მამხილებელი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას.
ჰაკერთა ამ ჯგუფის ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს სცდება, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, „ეს არის ბინძური საქმე, რომელიც ვიღაცამ უნდა გააკეთოს“
30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანოონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

ასევე დაგაინტერესებთ