Anonymous კობახიძეს მიმართავს: გიყურებთ… გგონიათ, დაუსჯელად მოქმედება შეგიძლიათ? ამას არ მოვითმენთ

“გიყურებთ… გგონიათ, დაუსჯელად მოქმედება შეგიძლია? ამას არ მოვითმენთ” – მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, მთავრობასა და პრემიერმინისტრ ს მიმართავს და X-ზე წერს, რომ ხელისუფლების ავტორიტარულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

ჰაკერული დაჯგუფება ქართული ოცნების დაგეგმილ ქმედებებს ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკას ადარებს და წერს, რომ ხელისუფლება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“თქვენ ჩვენი სიმტკიცე ერთხელ უკვე გამოცადეთ, როცა რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობის საპასუხოდ თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები მოვაწყვეთ. მაშინ უნდა გესწავლათ, რომ თქვენი მცდელობები, ხალხი გააჩუმოთ, უპასუხოდ არ დარჩებოდა.

ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ […]

მაგრამ იცოდეთ: თავისუფლებაზე ამ უტიფარ თავდასხმას არ მოვითმენთ. თუ ავტორიტარულ დღის წესრიგს განაგრძობთ, ქარიშხალს გამოიწვევთ, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. სწორედ იმ სისტემებს მოვშლით, რომლებსაც ხალხის დასაჩაგრად იყენებთ. 

შესაძლოა გგონიათ, რომ დაუსჯელად მოქმედება შეგიძლიათ, მაგრამ გიყურებთ და მზად ვართ.

თქვენი ქმედებები ვენესუელის მჩაგვრელ ტაქტიკებს ჰგავს, სადაც მადუროს რეჟიმმა კონტროლის შესანარჩუნებლად დემოკრატიული ინსტიტუციები მოშალა. საქართველოს დემოკრატიის ბედი ბეწვზე ჰკიდია და თქვენ დანა გიჭირავთ”. – წერს Anonymous.

საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის – ასე ეხმაურება გავლენიანი გამოცემა Politico ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის აკრძალვა და მათთვის მანდატების წართმევა დაანონსა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, საქართველოში დემოკრატია დასრულდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ