Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტიისა და POSTV-ის ვებგვერდები გატეხა

Anonymous-ი აცხადებს, რომ „საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება POSTV-ის“ ვებგვერდები გატეხა.
ს მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტ მთავრობას: ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის უგულებელყოფა – შეგეწყვიტათ საპოლიციო სისასტიკე დემონსტრანტების წინააღმდეგ, გააგრძელეთ მათი დევნა და ზიანის მიყენება. მოქალაქეების წინააღმდეგ თქვენი არაჰუმანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-საშუალების დაზიანებას და გატეხას. ეს გაფრთხილება არ არის; ეს დაპირებაა. სანამ სამართალი არ გაიმარჯვებს, დაჰაკვა და პროტესტი მის ადგილს დაიკავებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზანი თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გაამართლებს.
არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება!“ – ნათქვამია ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის განცხადებაში.