საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს თავად უწყობს საბოტაჟს, – ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებების “ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს”.
“საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა „საბოტაჟისთვის“, ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობა დააფინანსეს. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და საშიშ გზავნილს უგზავნის სხვა პირებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს”, -ნათქვამია განცხადებაში.
