Amnesty International ორი აზერბაიჯანელი მეცნიერის გათავისუფლებას მოითხოვს

ბრიტანული საერთაშორისო ადამიანის უფლებების ორგანიზაცია “Amnesty International” კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი მეცნიერი ბაჰრუზ სამედოვისა და იკბალ აბილოვის გათავისუფლება.
ორგანიზაციის მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე ზეწოლის შექმნა და ახალგაზრდა მეცნიერთა პატიმრობაში მოყვანის ფაქტზე ყურადღების მიქცევა.
ბაჰრუზ სამედოვი 2025 წლის ივნისში 15 წლით დააპატიმრეს “სახელმწიფოს ღალატისთვის”. მას ბრალად დასდეს თანამშრომლობა სომხეთის დაზვერვის უწყებებთან.
იკბალ აბილოვი 2025 წლის მაისში “სახელმწიფოს ღალატსა” და “ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში” დადანაშაულების შემდეგ 18 წლით პატიმრობაშია. ის ცნობილია, როგორც მეცნიერი, რომელიც თალიშური ენის, ისტორიისა და კულტურის დაცვაზე მუშაობდა.
კამპანიის ფარგლებში Amnesty International მოუწოდებს ყველას წერილებით მიმართონ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბაჰრუზ სამედოვისა და იკბალ აბილოვის დაპატიმრება ნაწილი იყო სისტემური რეპრესიების, რომლებიც კრიტიკოსებს, მეცნიერებისა და ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგაა მიმართული:
“ეს პირები მხოლოდ იმის გამო დასახელდნენ საფრთხედ, რომ მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას იყენებდნენ. ბაჰრუზ სამედოვისა და იკბალ აბილოვის გრძელივადიაჯი პატიმრობა მიზნად ისახავს აკადემიური კრიტიკის ჩახშობას და პოლიტიკური თვალსაზრისით მგრძნობიარე საკითხებისგან დაშორებას”.
Amnesty International მოითხოვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორივე მეცნიერი დაუყოვნებლივ და უარყოფითი პირობების გარეშე გაათავისუფლოს.
“გათავისუფლებამდე უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ასევე ომბუდსმენისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების ვიზიტის უფლება პატიმრობის ადგილებზე. გარდა ამისა, მოვითხოვთ, რომ აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ შეწყდეს ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მშვიდობიანი კრიტიკოსების დევნა და ქვეყანამ სრულად დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებები. ამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში კრიტიკული აზრისა და სამეცნიერო კვლევის ჩახშობის მიზნით”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ