Amnesty International-ი: მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის ს გამართვამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმ რეპრესიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყანაში მიიღება.
ორგანიზაციის შეფასებით, „4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება“.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, რომელშიც გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე: „ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, განსხვავებული აზრის გამოხატვა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია“.
ხვალ, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნების ჩატარებას, უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე. მათ შორის არიან პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებს მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ამდენივე მუნიციპალიტეტში მისი კანდიდატი იქნება მერი, საკრებულოებში კი უმრავლესობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა