Amnesty International – ისრაელმა ღაზაში თავდასხმების დროს ამერიკული წარმოების იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ისრაელმა ოქტომბერში, ღაზაში განხორციელებული ორი საჰაერო თავდასხმის დროს ამერიკული წარმოების იარაღის მართვის სისტემა გამოიყენა, რასაც 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განადგურებული სახლების ნანგრევებში ამერიკული წარმოების პირდაპირი თავდასხმის საბრძოლო მასალების მართვის სისტემა აღმოაჩინეს.
Amnesty International-ის მტკიცებით, აღნიშნული ორი თავდასხმის შედეგად 19 ბავშვი, 14 ქალი და 10 მამაკაცი დაიღუპა. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ვერ აღმოაჩინეს რაიმე მინიშნება, რომ საჰაერო თავდასხმების ადგილებში რაიმე სამხედრო მიზნები არსებობდა, ან რომ სახლებში მცხოვრები პირები იყვნენ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ