Amnesty International: განზრახ იწვევს შიმშილს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებში

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 18 აგვისტოს ისრაელს ბრალი დასდო “მიზანმიმართული პოლიტიკის” გატარებაში ღაზაში შიმშილის გამოწვევის მიზნით – იმ ფონზე, როცა გაერო და ჰუმანიტარული ჯგუფები პალესტინელთა ამ ტერიტორიაზე მასობრივი შიმშილის კრიზისზე ლაპარაკობენ.
– რომელმაც მკაცრად შეზღუდა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა – უარყოფს ბრალდებებს შიმშილის მიზანმიმართულად გამოწვევაზე, ღაზაზე 22 თვის განმავლობაში მიმდინარე შეტევის ფარგლებში.
ანგარიშში, რომელიც ეყრდნობა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების და შიმშილით დაუძლურებული ბავშვების მკურნალი ექიმების ჩვენებებს, ორგანიზაცია წერს, რომ “ისრაელი ოკუპირებულ ღაზის სექტორში მიმართავს მიზანმიმართულ კამპანიას” შიმშილის გამოწვევისთვის.
ორგანიზაცია ისრაელს ადანაშაულებს “პალესტინელთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ქსოვილის სისტემატიურ განადგურებაში”.
“ისრაელის მიერ ბოლო 22 თვის განმავლობაში შემუშავებული და განხორციელებული გეგმებისა და პოლიტიკის განზრახვაა ღაზაში პალესტინელებისთვის ცხოვრების იმგვარი პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია მათი ფიზიკური განადგურების გამოწვევაზე – რაც არის ბირთვი ისრაელის მხრიდან ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა” – წერს Amnesty International-ი.
საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი (AFP) წერს, რომ ისრაელის წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ამ ანგარიშის თაობაზე.
Amnesty International-მა აპრილში ისრაელს ბრალი დასდო პალესტინელების წინააღმდეგ “ინტერნეტით გადაცემული გენოციდის” განხორციელებაში, ღაზიდან მათი იძულებით გასახლებით და ომით გაჩანაგებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევით. ისრაელმა მაშინ ამ ბრალდებებს უწოდა “სრული სიცრუე”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო