Amnesty International „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება.
„დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა, რომელიც ამჟამად უკანონოდ არის დაკავებული და შებღალული სასამართლო პროცესის წინაშე დგას.
Amnesty მოუწოდებს პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდების გამოძიებისკენ“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.
Independent Georgian outlet @Batumelebi_ge had its accounts frozen after exposing alleged police abuse against its founder Mzia Amaghlobeli, now arbitrarily detained and facing a trial marred by injustice. Amnesty demands investigations into all allegations of police violence — amnestypress (@amnestypress) July 21, 2025
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.
უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.