Amazon Web Services-ი სამხრეთ კორეაში $5 მილიარდიან დატა ცენტრს ააშენებს

Amazon Web Services 2031 წლამდე სამხრეთ კორეაში $5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დატა ცენტრების ამერიკული გიგანტის AWS-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტ გარმანი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე-მიუნგის შეხვდა APEC-ის სამიტზე.
ახალი დატა ცენტრი დედაქალაქ სეულის სიახლოვეს აშენდება და ქვეყნის ტექ-გიგანტებს შესაბამისი სერვისით მოამარაგებს
ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული დატა ცენტრების მშენებლობა სამხრეთ კორეას ინდუსტრიის ჰაბად ქცევაში უნდა დაეხმაროს.
ცნობისთვის, AWS-ი APEC-ის წევრ 14 სხვადასხვა ქვეყანაში ჯამურად $40 მილიარდის ინვესტიციებს 2028 წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, აზია-ოკეანეთის ეკონომიკური გაერთიანების წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ და ვიეტნამი.