Amazon-მა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლის შეკვეთების გაუქმება დაიწყო

ონლაინ ჰიპერმარკეტმა Amazon-მა -ში დაიწყო იმ საქონელზე შეკვეთების გაუქმება, რომელიც ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში იწარმოება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, გაუქმება შეეხო შეზლონგებს, სკუტერებს, კონდიციონერებს და რამდენიმე მომწოდებლის სხვა პროდუქტს. ეს მოხდა აშშ-ს ტარიფების „მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ“ შემოღების შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინური ელექტრონული ვაჭრობის კომპანიები Amazon-ზე აპირებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ ფასები ან სრულად შეაჩერონ გაყიდვები შეერთებულ შტატებში.