Alphabet-ის შემოსავალი მე-3 კვარტალში $102 მილიარდია – ზრდა წლიურად 16%-ია

არსებობის ისტორიაში პირველად, Alphabet Inc.-ის შემოსავლებმა 3-თვიან ჭრილში $100 მილიარდს გადააჭარბა და $102 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.
ამერიკულმა კორპორაცია Alphabet-ის მე-3 კვარტალური შედეგები აჩვენებს, რომ კორპორაციის წმინდა მოგება $35 მილიარდია, რაც წლიურ ჭრილში 33%-იანი ზრდაა.
ტექ-გიგანტი Google-ი Alphabet-ის შვილობილი კომპანიაა. . როგორც Alphabet Inc.-ის მენეჯმენტი განმარტავს, ასეთი ზრდა, მნიშვნელოვანწილად, Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება, რაც 13%-ითაა წლიურად გაზრდილი და $74.2 მილიარდს უტოლდება.
34%-იანი ზრდაა ქლაუდ მიმართულებით. აქ კომპანიამ ბოლო 3 თვეში $15.2 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა. მენეჯმენტის განმარტებით, -ზე მორგებული სერვისები და Gemini-ს აპლიკაციას 650 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს.
კომპანია კაპიტალური ხარჯების გაწევის აუცილებლობაზეც საუბრობს. მენეჯმენტის განმარტებით, წლის განმავლობაში $91-დან $93 მილიარდამდე უნდა დაიხარჯოს, საიდანაც უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურის, ასევე დატა ცენტრების შესაძლებლობების გაზრდას უნდა მოხმარდეს.