ALMA-ს „რიცხვები ყურადღების ცენტრში“ – გარე რეკლამის ეფექტიანობა უკვე გაზომვადია

თბილისი, საქართველო – 2 ოქტომბერი, 2025 – პირველად საქართველოში, გარე რეკლამის ბაზრის ლიდერმა კომპანია ALMA-მ ინოვაციური რეპორტინგის სისტემა დანერგა, რომელიცმომხმარებელს საშუალებას აძლევს ობიექტურად და რიცხვებზედაყრდნობით შეაფასოს გარე რეკლამის ეფექტიანობა. სისტემაარა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებსა და რაოდენობრივ მონაცემებსაღწერს, არამედ აანალიზებს აუდიტორიის ქცევას, დემოგრაფიულმაჩვენებლებსა და რეკლამის რეალურ გავლენას. შესაბამიდან, რეპორტინგის სისტემა ღირებულ ცოდნას აძლევს როგორცმომხმარებლებს, ისე მთლიანად ინდუსტრიას, რომელიც სულ უფრომეტ ყურადღებას უთმობს მონაცემებზე დაფუძნებულგადაწყვეტილებებსა და სტრატეგიულ დაგეგმვას.
რეპორტინგის ინოვაციური სისტემა აერთიანებს როგორცსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ისოფიციალურ მონაცემებს, ისე კვლევითი ორგანიზაცია IPM-ისა დაACT-ის მიერ შემუშავებულ ეფექტიანობის გაზომვის მეთოდებს და ანალიტიკურ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ანგარიშის სიზუსტეს, სანდოობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას.
სარეკლამო არხთან ფეხით მოსიარულეთა და მანქანითმოსიარულეთა რაოდენობა, ბონუს აუდიტორია (Bonus Audience) – რომლის ანალიტიკა IPM – ის მიერ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ მოდელს ეფუძნება, რეკლამის მიღწევადობის პოტენციური რაოდენობა (Opportunity to See), ACT – ისკვლევაზე დაყრდნობით ანალიზი ადამიანების რამდენი პროცენტიამჩნევს რეალურად რეკლამას (OTS Adjustment Factor), რეკლამისზემოქმედების სიღრმისეული და რელევანტური საზომი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ „რიცხვების“, რომელიც „ყურადღების ცენტრში“ მოექცა რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ALMA-მ ახალი რეპორტინგის სისტემა წარადგინა.
როგორც ALMA-ს დირექტორი გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, „შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ საქართველოში გარერეკლამის ახალი ეპოქა დაიწყო. ALMA-ს 30-წლიანმაგანვითარების გზამ ბილბორდებიდან ახალ შესაძლებლობებამდე,შეგვძინა უნიკალური გამოცდილება, რის საფუძველზეც სარეკლამო ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ. გარე რეკლამასაქართველოში პირველად ხდება ზუსტი, დათვლადი დაგაზომვადი. თუ წარსულში მთავარი კრიტერიუმი რეკლამის ლოკაციის პრესტიჟი, ხილვადობა და სარეკლამო კონსტრუქციებისსხვა სუბიექტური მახასიათებლები იყო, დღეს ყურადღებისცენტრშია ზუსტი ანალიტიკა და ეფექტიანობის გაზომვა.ინოვაციური რეპორტინგის სისტემა, რომელიც ALMA-მ დანერგამნიშვნელოვანი გარდატეხაა. სუბიექტური შეფასებებიდანგადავდივართ ობიექტურ, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. სწორედ ამ ნაბიჯს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს არამხოლოდ ALMA-ს საქმიანობა, არამედ მთლიანად ქართული გარერეკლამის ბაზარი“.
ALMA მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტ სარეკლამო არხსსთავაზობს მომხმარებელს გარე რეკლამის სფეროში. მათ შორისაა: ბილბორდები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ციფრული ეკრანები ყველაზე დატვირთულ ლოკაციებზე, მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (მეტროსა და ავტობუსებზე) რეკლამა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამა, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ხიდები და სხვა.

https://www.facebook.com/share/v/1CaJa9k2DA/?mibextid=wwXIfr

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით::
რუსუდან კბილაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი
„ვისოლ ჯგუფი“ / ტელ: 995.599320412