ALMA-მ 30 მლნ დოლარის და 8.5 მლნ ევროს ობლიგაციები გამოუშვა

კომპანია ALMA-მ ორი – 30 მლნ დოლარისა და 8.5 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაცია გამოუშვა. 25 ივლისს გამოშვებული ობლიგაციები 8.5%-შია და მისი დაფარვა 2027 წლის ივლისისთვის უნდა მოხდეს. მეორე ობლიგაციაც ორწლიანია, თუმცა 8.5 მლნ ევროს ობლიგაცია 7.25%-შია გამოშვებული. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
თბილისის და ს გარე რეკლამების ლიცენზიატმა კომპანიამ, ALMA-მ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 68.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით გაიზარდა.
სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, რამაც ქვეყანაში ბანერების განთავსებაზე მოთხოვნა გაზარდა.
აუდიტორული ანგარიშის თანახმად, ჯგუფისთვის ფულადი ნაკადების მთავარი წყარო კვლავ მომხმარებლებთან გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებია. კერძოდ, სარეკლამო შემოსავლებმა 63.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბანერების ბეჭდვიდან გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიონი ლარი იყო.
მიუხედავად საოპერაციო შედეგების პოზიტიური დინამიკისა, წმინდა მოგება 29.3 მილიონიდან 8.5 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2023 წელს კომპანიამ შვილობილი კომპანიის გასხვისებიდან ერთჯერადი სარგებელი მიიღო. თუმცა ოპერაციულ დონეზე საქმიანობა კვლავაც მოგებიანი დარჩა.