aljazeera.com: პაკისტანში თინეიჯერი გოგონა ოჯახის წევრებმა ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს

პაკისტანში თინეიჯერი გოგონა მოკლეს მას შემდეგ, რაც „ფეისბუკზე“ ფოტო გავრცელდა, რომელშიც ის ბიჭთან ერთად ხელჩაკიდებული იყო აღბეჭდილი. კოჰისტანის რაიონის პოლიციის ოფიცერმა, მუხტარ აჰმედ ტანოლიმ, „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ პოლიციამ მოკლული გოგონას მამა არსალა, საკუთარი ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

მათ ასევე დააკავეს მოკლული გოგონას ბიძა და 2 ბიძაშვილი, რომლებსაც არსალასთან ერთად მკვლელობის დაგეგმვა ედებათ ბრალად.

პოლიციას ინციდენტის შესახებ 24 ნოემბერს აცნობეს, რის შემდგომაც გამოძიებისას გოგონას ცხედარი მისი სახლიდან შორს, დედაქალაქ ისლამაბადიდან 350 კილომეტრში ამოიღეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კოჰისტანი არის კუნძულოვანი, უკიდურესად კონსერვატიული რეგიონი, სადაც ადგილობრივი ტრადიციები ხშირად აღსრულდება ტომობრივი საბჭოების მეშვეობით, რომლებიც ცნობილია როგორც „ჯირგები”. ისინი გამოსცემენ სასიკვდილო განაჩენებს ქალების მიმართ ტრადიციის დარღვევის გამო.

ს უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წლიდან მოყოლებული 5000-ზე მეტი ქალი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის მთავრობა მოქმედებდა ამგვარი მკვლელობების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებით – 2016 წელს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეცვალეს – ქალების მკვლელობები მაინც ხშირია.

2022 წლის ანგარიშში პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიამ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 384 ასეთი მკვლელობა, მათგან 100-ზე მეტი ხაიბერ პახტუნხუაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება