ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა – ინფორმაციას საავადმყოფოს მედიკოსსა და “ჰამასის” მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ გამოცემას განუცხადა, რომ “სიტუაცია კატასტროფულია”.
„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა მან.
ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ “ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ”.