სომალიში, გაეროს მისიის კუთვნილი ვერტმფრენი, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა, ალ-შაბაბმა ხელში ჩაიგდო და მასში მყოფი სულ მცირე 6 ადამიანი დააკავა – ინფორმაციას AlJazeera ავრცელებს.
ცნობილია, რომ თვითმფრინავში ცხრა მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის სამხედრო პერსონალი და მესამე მხარის კონტრაქტორი. ვერტმფრენი სოფელ გადუნთან ახლოს, გალგადუუდის რეგიონში ტექნიკური ხარვეზის გამო დაეშვა.
“ბორტზე ორი სომალელი მამაკაცი და რამდენიმე უცხოელი იმყოფებოდა. მას ასევე გადაჰქონდა სამედიცინო აღჭურვილობა და უნდა გადაეყვანა დაშავებული ჯარისკაცები გალგუდუუდის რეგიონიდან”, – განაცხადა მაიორმა ჰასან ალიმ.