Aljazeera – გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 98 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას სულ მცირე, 98 ადამიანი ემსხვერპლა. Aljazeera-ს ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებთან დაიღუპა.
როგორც მედია იუწყება, ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის შეიხ რადვანის უბანში სკოლის შენობა დაბომბეს, სადაც თავს დევნილი მოსახლეობა აფარებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან დღემდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 500 -ზე მეტი პალესტინელი მოკლეს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდნენ.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის სამხედროებს დაავალეს, 48 საათის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, რათა „ჰამასის“ მიერ ღაზაში დახმარების „მითვისება“ შეაჩერონ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს