Aljazeera: ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა – ინფორმაციას საავადმყოფოს მედიკოსსა და “ჰამასის” მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ს მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ გამოცემას განუცხადა, რომ “სიტუაცია კატასტროფულია”.
„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა მან.
ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ “ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ”.