AliQ Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს

სომეხი ჟურნალისტი და საქართველოში “AliQ Media-ს” დამფუძნებელი არსენ ხარატიანი 16 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს. ხარატიანი ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აეროპორტში 4 საათის მანძილზე დააკავეს, შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასვეს და ევროპაში დააბრუნეს.
“თბილისიდან 18 სექტემბრის ს მიმართულებით დასაბრუნებელი ბილეთი მქონდა, თუმცა მითხრეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე, უკან უნდა გაიგზავნო გამგზავრების ქვეყანაში,” – წერს ხარატიანი.
ხარატიანი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არავის აუხსნია მიზეზი, რატომ აუკრძალეს მას საქართველოში შესვლა, სადაც 5 წელზე მეტი ცხოვრობდა, შექმნა მედია, დააარსა სხვადასხვა ორგანიზაციები, ეხმარებოდა ხიდების აშენებაში სომხეთ-საქართველოს შორის და ა.შ.
“საქართველო იყო და არის ჩემთვის მეორე სამშობლო და ვინც მიცნობს მიხვდება, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს უარყოფა. ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი თბილისში შესვლის უარყოფა, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავს მფარველები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ “გაასუფთავეთ სივრცე” არჩევნებამდე.
საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თითქოს არ ფიქრობს ახალი მეგობრების შეძენაზე, მაგრამ მსგავსი ქმედებებით ახალ მტრებს იძენს. ერთი რამ ჩემთვის ცხადზე მეტია, საქართველოში დავბრუნდები და ეს ძალიან მალე მოხდება,” – წერს ჟურნალისტი.
ხარატიანი წერს, რომ არ არსებობს გზა, რომ მსოფლიოს რომელიმე ძალამ საქართველო გახადოს ისეთ ქვეყანად, როგორიც ბელარუსია.
“ქართველი ხალხი ზედმეტად მომწიფებული და ძლიერია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ მოკლე ავტორიტარული ცნება “ბელარუსული დასვენება”, – წერს ხარატიანი სოციალურ ქსელში.
მომხდარს გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია “ხალხისთვის” ხელმძღვანელი , რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” “ს არგაღიზიანების და საქართველოში დემოკრატიის ქომაგების შემცირების”.
“თუ არის ვინმე ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფალი აზრები, მხარს უჭერს დასავლეთს, მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ამისთვის იბრძვის, მის შემოსვლას უშლიან ხელს. ეს რუსეთის სტრატეგიაა, რაც ღიად გაამჟღავნა ბიძინა ივანიშვილმა გუშინწინ, როდესაც მოგვიწოდა, რომ ოკუპანტებს, იმ ხალხს, რომლებმაც არაერთხელ დაგვაზარალეს, რომლებმაც დაგვჩაგრეს და ვებრძვით ამდენი წელია, თურმე ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
არსენის არშემოსვლა ამის გაგრძელებაა. ის დაკავებული ჰყავდათ ბევრი საათის განმავლობაში და როგორც ჩანს, ახლა გააბრუნეს უკან. ეს არის ძალიან სამწუხარო, ის ძალიან ბევრი ადამიანის მეგობარია საქართველოში და სხვათაშორის, 2012 წლის მოვლენებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. რა საშინელებაა, რომ ის ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, რომლებსაც თურმე საერთოდ არაფრის სჯერა – არც დემოკრატიის, არც ადამიანის უფლებების და არც აზრის თავისუფლების”, – განაცხადა ანა დოლიძემ.