ALDE – „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, – ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი საქართველოს პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
ALDE აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს.
„ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ“, – წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა