შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აკისრია. ამის შესახებ განცხადებას “ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება”, ALDE Party-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გვერდში უდგანან ქართველ ხალხს, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში.
“თითქმის 300 დღეა ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს მათი დემოკრატიული და ევროპული კურსიდან გადახვევას. ამ შაბათს კიდევ უფრო დიდი პროტესტია დაგეგმილი, რათა საკუთარი ხმა გააგონონ შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე. ქართველებისთვის შენგენის სივრცეზე უვიზო წვდომა არა მხოლოდ უკეთესი სერვისებისა და შესაძლებლობებისთვის შესაძლებლობაა, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ევროპულ გზაზე. ამ პოტენციურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აკისრია. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში!” , – ნათქვამია განცხადებაში.
