ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი – ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც ს დაპატიმრებას უკავშირდება

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ს დაპატიმრებას უკავშირდება , – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია “ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ეს ოპოზიციური ხმების დაშინების ნიმუშია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია