ALDE – ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანება პასუხობს შალვა პაპუაშვილის კამპანიას, რომელიც ალეკო ელისაშვილის ქმედებების დაგმობის მოთხოვნას შეეხება.
“რა თქმა უნდა, უთქმელადაც ცხადია, რომ ALDE ამ ქმედებებს [ელისაშვილს] არ ამართლებს. ისევე როგორც, ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ”, – ნათქვამია ALDE-ს საპასუხო პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
ალეკო ელისაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიების თანახმად, ის სასამართლოს კანცელარიის შენობაში ცეცხლის წაკიდებას აპირებდა. ამის შემდეგ პაპუაშვილი ცდილობდა ელისაშვილის პოლიტიკური პარტნიორ “ლელოსთვის” და ALDE-სთვის დაეკისრებინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ელისაშვილის ქმედების გამო.
ALDE არის ევროპაში არსებული დემოკრატიული და ლიბერალური პარტიების გაერთიანება. ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” მისი წევრი არ არის, თუმცა ამ გაერთიანების წევრია ელისაშვილის პარტიის კოალიციური პარტნიორი “ლელო”.




