ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ

ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ
„სამარცხვინო“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ს ქმედების შესახებ ALDE-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ALDE-ს დაგვიანებული შეფასებები ელისაშვილის ქმედებაზე, ამ ორგანიზაციის გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ALDE-ს მსგავსი ორგანიზაციები ახორციელებენ იმ დამკვეთების მითითებებს, რომელთაც საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა სურთ.
„ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის დაახლოებით 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი განახორციელა. ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ, რომლებიც მართავენ სწორედ ასეთი ტერორისტული აქტებს საქართველოში და ცდილობენ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლასა და სხვა მსგავს აქტივობებს ქვეყნის წინააღმდეგ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული