მკაცრად ვგმობთ ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძის დაპატიმრებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ALDE Party (ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება), Liberal International (მსოფლიოში ლიბერალური პარტიების გაერთიანება) და ALDE PACE (პოლიტიკური ჯგუფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში) ავრცელებენ.
“მკაცრად ვგმობთ ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძის, ჩვენი წევრი პარტიის – “გირჩი – მეტი თავისუფლება” – ლიდერის დაპატიმრებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს.
გასამართლებული ფარს სასამართლო საქმეზე, დახურულ სასამართლოში, სადაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დასწრების უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო მაუწყებლობას ჰქონდა სასამართლოს საქმის გადაღების უფლება. ეს არის პირობები, რომელშიც პოპულარული ლიბერალური პოლიტიკოსი ჯაფარიძე დღეს გაასამართლეს პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ გამოსვლისთვის, რომლის გრძელვადიანი ამბიცია საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დაშლაა.
საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების წაშლა სამწუხაროა. ამ უკანასკნელ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას მიმდინარე პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია. “ქართული ოცნების” მთავრობას მოვუწოდებთ, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს სცენ პატივი, დაყოვნების გარეშე გაათავისუფლონ ჯაფარიძე, მის წინააღმდეგ ბრალდებები მოხსნან და საქართველო დააბრუნონ ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.
აღტაცებული ვართ ქართველი ხალხის ურყევი ერთგულებისთვის უზრუნველყონ მათი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი და გადაბმულად 176 დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში დემონსტრაციებით რუსული გავლენის უარყოფით.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ამ მიზნისთვის მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.
