ALDE-ის პრეზიდენტი: აღშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი, სვენია ჰანი საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯებით საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების ეროზია ხდება.
“აღშფოთებული ვარ!
რეჟიმმა საქართველოში ოპოზიციის კიდევ სამი ლიბერალი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენს თვალწინ ხდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმი შეშინებულია მიმდინარე აქციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის გამო”, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
ჰანი “ქართულ ოცნებას” ახსენებს, რომ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.
“ALDE – ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” აგრძელებს ჩვენი მეგობრებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლი მოსახლეობის გვერდით დგომას. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლიბერალური პარტიის დაპატიმრებული ლიდერები, მოხსნას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრალდებები და საქართველო დააბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია”, – წერს ჰანი სოციალურ ქსელში.