ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება (Liberal International) კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის დაკავებას გმობს და აცხადებს, რომ “მისი დაკავება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. “
ALDE მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჩვენი წევრი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის დღევანდელ დაპატიმრებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაპატიმრებების მუქარას.
მოჩვენებით სასამართლო პროცესზე, დახურულ სხდომაზე, რომელზეც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დასწრების უფლება და რომელზეც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მაუწყებელს მიეცა გადაღების უფლება – ასეთ პირობებში გამოცხადდა განაჩენი პოპულარული ლიბერალი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ მამაცურად დგომის გამო, რომლის მიზანიც არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლა.
საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სამწუხაროა. ჩვენ განვიხილავთ ამ უკანასკნელ ნაბიჯს, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს.
ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისა და რუსეთის გავლენის უარყოფისთვის, რაც გამოიხატა თბილისის ქუჩებში 176 დღის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ამ გზაზე მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.