AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

შიდა ფრენებზე AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
ცნობისთვის, 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ს, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატება.
წინადადებების მიღება 2 მაისიდან დაიწყო და 7 მაისს დასრულდა. თუმცა ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.
შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში შიდა ფრენებს AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში „ბიზნესპრესნიუსს“ აპრილში განუცხადეს, AK-Air Georgia-სთან დადებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე იქნებოდა ძალაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულების ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
bpn.ge